
სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თავისუფალია. ციხიდან ის მას შემდეგ გამოუშვეს, რაც აქტივისტებმა 3000-ლარიანი საპატიმრო გირაო გადაიხადეს.
ნებისმიერ აქტივისტს ვუხდი მადლობას, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჩემი სტუდენტი, მეგობარი.. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ადამიანს რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ყოფილიყო გამჭვირვალე და ხელისუფლებას არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაეტოვებინა ციხეში, - ამბობს მუმლაძე გათავისუფლების შემდეგ.
მანამდე კი, პროკურატურა 5-ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი თავდებით გათავისუფლებას.
შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.