გიორგი მუმლაძეს თავისუფლება 3 ათასი ლარი დაუჯდა. მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა და მათი შუამდგომლობები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. სასამართლოს რეპლიკით ბრალდებულმა სამოქალაქო აქტივისტმაც მიმართა, რომელსაც გამოძიება პოლიციელზე ძალადობასა და დაუმორჩილებლობას ედავება. მუმლაძემ სხდომათა დარბაზში ახსნა, რომ დაკავების მომენტში ის სამართალდამცველების აგრესიისგან თავის დაცვას ცდილობდა.

გიორგი მუმლაძეს თავდებში ილიას უნივერსიტეტის ლექტორები და პროფესორები უდგებოდნენ. სოლიდარობის ნიშნად კოლეგები დღეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ.

გიორგი მუმლაძის უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ბრალდება გამოგონილი, საქმე კი აბსურდულია. სახელმწიფო ბრალდების პოზიცია მედიამ დღეს ვერ მოისმინა. პროკურორები ტელეკამერებს ერიდებოდნენ.

გიორგი მუმლაძის მეუღლე, ლელუკა რობაქიძე დარწმუნებულია, რომ მის ქმარს მიზანმიმართულად მისი აქტივობების გამო დევნიან.

გიორგი მუმლაძე საქმის განხილვა გრძელდება. ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც სწავლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი