"აქციაზე დაკავებულ ქალს პოლიციამ ჰკითხა: "გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" - აქტივისტები

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ ქალს, ერთ-ერთ აქტივისტს რუსკა მჭედლიძეს პოლიციამ ჰკითხა: “რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" - ამის შესახებ 
სამოქალაქო აქტივისტი და "მმართველობის მონიტორინგის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე წერს:

გუშინწინ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ერთ-ერთი იყო რუსკა მჭედლიძე.

დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, ერთ-ერთი პოლიციელი(სავარაუდოდ ცოტნე ჯაფარიძე) რუსკას ეხებოდა და მიმართავდა: “რა გინდა მოგეფერო და დაგამშვიდო?" ამას შეესწრნენ სხვა დაკავებული აქტივისტები. რუსკამ ყვირილი დაიწყო. ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები გადაუჭირეს. ატკინეს.

მერე დიდხანს აგრძელებდნენ პოლიციელები მის დაცინვას და მუქარას. მათ შორის უთითებდნენ რომ ზედმეტად აქტიურობდა ფეისბუქზეც.

რამდენიმე საათში რუსკას ფეისბუქი გაუქმდა. რეპორტის მიხედვით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. გასარკვევია სამართალდამცავმა ორგანოებმა რაიმე ყალბი მიზეზით მიმართეს თუ არა ფეისბუქს.

უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა, ქალთა ორგანიზაციებმა ამაზე უნდა ისაუბრონ, გააკეთონ განცხადებები, დაიცვან ინტერესები, მიმართონ პასუხისმგებელ უწყებებს. ალბათ ასეც იქნება.

კაპანაძეს სახე რომ გაუერთიანეს და მუმლაძეს რომ გუდავდნენ და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ეგ კი გეცოდინებათ, - წერს ნონიაშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი