დღევანდელი, 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3925 გახდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა.
ამავე სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 119 მილიონზე მეტი.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.1 მილიონია.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე - ბრაზილია, მეოთხეზე - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.