დღეს საქართველოში COVID-19-ის 1219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1219  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9  გარდაიცვალა. 

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 294540
  • გამოჯანმრთელებულია - 280132
  • გარდაცვლილია - 3925
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -34046 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -21754, PCR ტესტით - 12292
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური -  3,58%, ბოლო 14 დღის -  2,91%, ბოლო 7 დღის - 3,26%
  • კარანტინის რეჟიმში -335
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2848
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები -  427

worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა.

ამავე სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან კოვიდ-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 119 მილიონზე მეტი.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.1 მილიონია.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე - ბრაზილია, მეოთხეზე - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი