
კოვიდ 19-ით ინფიცირება კიდევ ორ მცირეწლოვანს დაუდასტურდა. ორივე მათგანი ანაკლიის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. ისინი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან და კარანტინში დედასთან ერთად იყვნენ, თუმცა დედა ინფიცირებული არ არის.
დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. 7 და 4 წლისები არიან, ახალქალაქის კლასტერიდან არიან. განსაკუთრებული სიმპტომები არ აქვთ. ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაგვყავს, - ამბობს სასწრაფოს ექიმი.
ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს. ცნობილია, რომ ამ ოჯახიდან მანამდე კორონავირუსი ბავშვების მამას, ბაბუასა და ბებიას დაუდასტურდა. ისინი მკურნალობას თბილისში გადიან. დედა და ბავშვები ანაკლიის საკარანტინო ზონაში 1 მაისს ჩაიყვანეს. მათ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.