
ექიმს, რომელიც ყვარელში კოვიდ 19-ით დაავადდა, გაფართოებული კვლევა უტარდება. მიზეზი ტესტირების პასუხია.
ტესტი, რომლითაც ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინეს, შესაძლოა უხარისხო იყო. რადგან მისი პისიარ ტესტით შემოწმების შემდეგ კოვიდინფიცირება არ დადგინდა. ახალი კვლევის პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამის შემდეგ გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა კახეთი მწვანე ზონის სტატუსს.