დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამის მიზეზად სააღდგომო არდადეგებს ასახელებს.
"Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო". – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.