
რკინის კედელი - რომლის ერთ მხარეს პოლიცია დგას, მეორე მხარეს კი საზოგადოება. ალბათ არაფერი ისე სრულყოფილად არ ასახავს დღევანდელი სამართალდამცავი სისტემის რეალურ მდგომაროებას, როგორც ეს რკინის ჯებირები, რომლებიც პირველად გავრილოვის ღამის შემდეგ ვიხილეთ რუსთაველზე, მერე ცესკო-სთან მიიტანეს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ და სულ ბოლოს მდინარე რიონის ხეობაში.
პოლიცია, ხშირ შემთვევაში, მხოლოდ ოლიგარქისა და მისი გარემოცვის პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებს, ოღონდ ისე, რომ ხელფასს ჩვენ, საზოგადოება ვუხდით.
ბექა ყორშიას რეპორტაჟიდან შეიტყობთ, მაინც სადამდე დავიდა დღევანდელი სამართალდაცავი სისტემა, რომელიც ადამიანებს საპროტესტო აქციიდან იტაცებს, ბუშტებს დასდევს, შეშას სრული სერიოზულობით ფეთქებად საშიშ ნივთიერებად აცხადებს და არასწორად გაკეთებული პირბადის გამო ადამიანს თავს ისე ესხმის, თითქოს ეს უკანასკნელი ბანკის მძარცველი იყოს.