კორონავირუსის შემთხვევები სკოლებში - განათლების სამინისტრო მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

მიმდინარე კვირაში სკოლებში, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. თუმცა, მათივე ცნობით, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება

10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი და 133 პედაგოგია.

უწყების ცნობით, სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლით მოქმედებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი