ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის, ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთზე მსჯელობს.
პროკურატურა წურწუმიასთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი 30 ათას ლარიან გირაოს.
ადვოკატის თქმით, წურწუმიას განზრახვა მძევლების აყვანა და ბანკის დაყაჩაღება არ ყოფილა. ის ბანკისგან სესხს ითხოვდა, რომელიც ბინის ქირის გადასახდელად სჭირდებოდა. მისი უფლებადამცველის თქმით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი მძევლებს ბოდიშს უხდის და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
ამას გარდა, დაცვის მხარე ამბობს, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე ამ გარემოებას გაითვალისწინებს.
საქართველოს ბანკზე თავდასხმა 16 აპრილს მოხდა. სამართალდამცველებმა წურწუმია თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და მათ იძულებას გულისხმობს.