
ნიკოლოზ წურწუმიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება " ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
წურწუმიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.