წარმატებული ვაქცინაციის შემდეგ, ისრაელში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ რაც ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ჯერჯერობით ისევ სავალდებულო ხდება.

მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ რეკომენდაციას უწევს ღია სივრცეებში და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას. 

სრულად გაიხსნა სკოლებიც, თუმცა მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოთ,  სპორტის გაკვეთილებზე, სასადილოსა და შესვენებაზე კი პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად და წარმატებულად სწორედ ისრაელმა გაიარა.

ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი