დავაკავეთ პირი, რომელმაც ლაგოდეხში პოლიციელი ნაჯახით დაჭრა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით , ხელის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1- ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს", - წერია უწყების ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი