გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ერთ კვირაში საფლავები უკვე მეორედ გაქურდეს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საფლავები ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაქურდეს.

საფლავებიდან  მოხსნილია ალუმინის კარებები და წაღებულია რკინის კონსტრუქცია.  ერთ-ერთ საფლავზე კი ალუმინის დაახლოებით 5-6 სანტიმეტრის სისქის ღობეებია მოპარული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს, საიდანაც 70 ლარამდე თანხა წაიღეს. გურჯაანის პოლიციას არც ეს საქმე აქვს გახსნილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მომხდარზე გამოძიება 177- მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი