დღეს საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 949 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 142 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 120 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი