ციხიდან გამოვიდნენ და მეორე ძმა მომიკლეს - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დღეს, 19 აპრილის დილით კაცი მოკლეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 50 წლამდე ვალერი ნაცვლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. ის გორის პროზექტურაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. 

გარდაცვლილის ნათესავები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ჰყავთ, რომელიც ნასამართლევი პირია. მათი თმით, აღნიშნულმა პირმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ ამნისტიის შედეგად დატოვა. 

"სერიული მკვლელი, სურენა, ზაური მაჭარაშვილი. 2004-ში ჯერ ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოეთრეს ციხიდან და ახლა  მეორე ძმა მომიკლეს. ამნისტიითაა გამოშვებული თვითონაც და მისი შვილებიც. სავარუდოდ, ავტომატია. 2004 წლიდან მოდის, სერიული მკვლელია, დღევანდელი ხელისუფლება ხელს აფარებს, ყაჩაღებისაა და იმიტომ, რითი საზრდოობს, არ მუშაობს, არაფერი", - ამბობს გარდაცვლილის და. 

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინასლიტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი