ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 96, ქვემო ქართლი - 75, შიდა ქართლი - 85, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 142 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 121 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.