ოზურგეთში, მეორე დღეა, დაკარგულ გოგონას ეძებენ. 17 წლის მარიამ ბურჭულაძე, რომელიც სოფელ გუმში ცხოვრობს, სკოლიდან სახლში არ მისულა. 

ბოლოს მოზარდი, ვიდეოკამერებმა ოზურგეთი - ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.

"ჩვეულებრივად მოვიდა სკოლაში, გაკვეთილს დაესწრო, ამის შემდეგ ის წავიდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სახლში წავიდა, მაგრამ დედამ დაურეკა კლასის ხელმძღვანელს და აღმოჩნდა, რომ მარიამი არ იყო სახლში.

სასწავლო პროცესში ბუნებრივად იქცეოდა, არ გვიფიქრია, რომ მას რამე პრობლემა ჰქონდა. ვერაფერს ვუკავშირებთ",- თქვა სკოლის მასწავლებელმა.

17 წლის გოგოს ოჯახი და პოლიცია ეძებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი