აპრილის ბოლოს AstraZeneca-ს 50 000-მდე დოზა შემოვა - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, AstraZeneca-ს 50 000-მდე დოზა საქართველოში აპრილის ბოლოს შემოვა. როგორც მან აღნიშნა, შემდეგი დოზა ქვეყანაში მაისში შემოვა.

"თვის ბოლოს შემოვა ასტრაზენეკას შემდეგი მოცულობა საქართველოში. ეს იქნება 50 000-მდე ასტრაზენეკას დოზა, შემდეგი დოზა შემოვა მაისში. ეს გადაწყვეტილება მიიღო COVAX-ის პლატფორმამ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, თითოეულ ვაქცინას აქვს საკმაოდ მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია, რომ ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში",- თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 13 მარტს შემოვიდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი