ავარია თელავში - ქალს, რომელიც გზას ბავშვთან ერთად კვეთდა მანქანა დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ქვეითი დაშავდა თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ახალგაზრდა ქალი ცენტრალურ გზას, ბავშვთან ერთად კვეთდა, როცა მას სამარშუტო ავტომანქანა შეეჯახა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა  მობილიზებული.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი