ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. "მთავარის" იმერეთის კორესპონდნეტის თქმით, შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარს" განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.