
ხოროვას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეში ბრალდებულ მიხელ კალანდიას ადვოკატმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ზურაბ თოდუას თქმით, ამავე საქმეში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს მაღალჩინოსნები მფარველობენ. ამბობს, რომ დანა, რომელსაც ამდენი ხანია პროკურატურა ეძებს, სწორედ მენაბდის ხელში იყო.
ადვოკატი ასახელებს პირებს, მათ შორის გიორგი გახარიასა და კახა საბანეძეს, ვის მიმართაც გამოძიების დაწყებას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მუხლით ითხოვს.
დანა, რომელსაც მთელი 3 წელია "გულმოდგინედ დაეძებს" პროკურატურა, აღმოაჩინეს, რომ თურმე შესაძლოა მენაბდეს ჰქონოდა ხელში. ახალი გამოძიების ეტაპზე კი, მენაბდეს ფაქტობრივად მფარველების სახით გამოუჩნდა გახარია-საბანაძის გუნდი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახით, ხოლო როცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ცალკე დაიწყო გამოძიება, ცალსახად ვაცხადებ, კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია მფარველობდნენ მენაბდეს. გახარია-საბანაძის გამოკითხვას ვითხოვ მოწმის სახით და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმულირების ბრალის წარდგენას, - ამბობს ზურაბ თოდუა.
ცნობისთვის, გიორგი მენაბდე შსს-მ 15 აპრილს დააკავა.