კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა სამეგრელოში

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა სამეგრელოში დაფიქსირდა. 55 წლის ქალბატონი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, 22 აპრილს ჩამოიყვანეს თურქეთიდან. ამჟამად პაციენტი რუხის ცხელების ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საეჭვოა ინფიცირებულ ქალბატონთან კონტაქტში მყოფი მისი ორი მეგობრის ანალიზის პასუხები და შესაბამისად, მათი ბიოლოგიური მასალა განმეორებით ანალიზზეა გადაგზავნილი.

22 აპრილს ხელისუფლებამ სტამბულიდან ავტობუსით 68 ადამიანი ჩამოიყვანა. ისინი სარფიდან პირდაპირ განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, აქედან გამომდინარე, ინფიცირებულს კონტაქტი საქართველოში დასადგენი არ არის.

მათ დღეს გეგმიური პისიარ კვლევა ჩაუტარდათ, რადგან 15 დღიანი საკარანტინე ვადა უმთავრდებოდათ. 68 ადამიანს დღეს უნდა დაეტოვებინა განმუხურის სატუმრო ”პრატაფ სონგნიჩას”, სადაც კარანტინში იმყოფებოდნენ.

ამ დროის ინფორმაციით, ორი საეჭვო ანალიზის მქონე პირის გარდა, საკარანტინე სივრცე ყველამ დატოვა. სამეგრელოს რეგიონში კარანტინში სულ 71 ადამიანი რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი