შეიარაღებული დაპირისპირება თბილისში - თავდამსხმელს ბრალს სავარაუდოდ კლინიკაში წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული დაპირიპირება თბილისის ცენტრში, რომლის შემდეგაც თავდამსხმელი და მსხვერპლი, ორივე კლინიკაში აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, პირველ გასროლას წინ ჩხუბი უძღოდა, თუმცა, რა გახდა შეიარაღებული ანგარიშსწორების კონკრეტული მიზეზი, არავინ საუბრობს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით კი სისხლიანი ინციდენტი ლევან ათანელიშვილის წარსულს უკავშირდება, ირკვევა, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ ეს არ არის მასზე განხორციელებული პირველი შეიარაღებული თავდასხმა.

გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ ათანელიშვილის მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება თავდამსხმელს, ის ნაცემია და ბრალს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მას სავარაუდოდ კლინიკაში წარუდგენენ.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი