ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 143 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 121 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 მილიონზე მეტი.