
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 10 ნარკორეალიზატორი - 1988 წელს დაბადებულ რ.ა.-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ., 1996 წელს დაბადებულ ე.ე. 1971 წელს დაბადებულ რ.ე, 1985 წელს დაბადებულ გ.თ. და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ.- დააკავეს.
მათი ნაწილი ფონიჭალაში, ნაწილი წითელი ხიდის მაგისტრალზე, ნაწილი კი ლილოში აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.