ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადმოხტა. 64 წლის კაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ის კლინიკაში შვილთან ერთად მკურნალობდა.
საავადმყოფოს პალატიდან კი არსებული ინფორმაციით, მაშინ გადმოხტა, როცა შვილი ოთახიდან იყო გასული. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.