30 აპრილს  "ასტრაზენეკას" 46 000 დოზა ჩამოვა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, UNICEF-ისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 30 აპრილს საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 46 000 დოზა ჩამოვა.

"იუნისეფისგან მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია, რომ 30 აპრილს 46 000 "ასტრაზენეკას" დოზა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებისთვის, ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესი", - თქვა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილს "სინოფარმით" ვაქცინაციის რეგისტრაცია გაიხსნება. გაბუნია ვარაუდობს, რომ "სააღდგომო არდადეგების" დასრულების შემდეგ ამ ვაქცინით აცრაც აქტიურად დაიწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი