საპატრიარქოსთან კონსულტაციები იქნება - გამყრელიძე სააღდგომო შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღესწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, რომელიც წინა დღეებში იქნება.

"იყო ეს საკითხი, იქნება საპატრიარქოსთან კონსულტაციები, პირველი, რომ აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნაა, რომ ტაძრებში დაცული იქნეს მაქსიმალურად ის რეკომენდაციები რაზეც ვსაუბრობთ, ანუ შიგნით ტაძარში და გარეთაც პირბადის აუცილებელი ხმარება, ასევე, დისტანციისა და სანიტარული წესების დაცვა. ასევე, როგორც შარშან განხორციელდა, რადიფიცირება მოხდა ძირითადი ტაძრების და 2 მაისია აღდგომა, თბილა ამ დროს, იყოს ძირითადად მრევლი გარეთ, იქაც რა თქმა უნდა დისტანციის დაცვით", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე დარწმუნებულა, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაიცვან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი