სასამართლო დავა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ - ENKA-ს წარმომადგენლები პროცესს არ დაესწრნენ

გამოქვეყნდა:

ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას ENKA გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას ედავებიან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ დღეს განიხილა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. 

მათივე ინფორმაციით, ამავე საქმეზე პროცესი ნამოხვანჰესების კასკადის მშენებელი კომპანიის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ერთხელ უკვე გადაიდო.

"კომპანია "ენკა რინიუებზლის" წარომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და სასამართლოსთვის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი არც რაიმე სახის დოკუმენტი არ წარუდგენია.  სასამართლომ კომპანიის მონაწილეობის გარეშე იმსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შემდგარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  #0652417  შესახებ. 

სასამართლო პროცესზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს "ენკა რინიუებზლის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება. სასამართლო სხდომას საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტები და მოსარჩელე მარიტა მუსელიანი ესწრებოდნენ, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი