დღევანდელი, 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3981 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.