ამ წუთებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი გადმოყავთ.
ინფიცირებული ქალბატონი ანაკლიის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში ცხრა პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხვალ კლინიკას სავარაუდოდ სამი პაციენტი დატოვებს, რომელთა საკონტროლო ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევისთვის მათი ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
კოვიდ 19 ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფმა 30-მა პაციენტმა დაამარცხა.