
სამოქალაქო აქტივიტი, "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი წევრი ანა სუბელიანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. როგორც სუბელიანი წერს, უბანში სადაც ცხოვრობდა არერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მას მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასრებით, აგინებდნენ, უყვიროდნენ და "პიდარასტების დამცველს" ეძახდნენ.
"აქამდე საჯაროდ არ მომიყოლია, უკვე მგონი მივეჩვიე კიდეც ეგეთ ამბებს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წინა ბინა სადაც მქონდა ნაქირავები, უბანში რამდენჯერმე გავხდი თავდასხმის ობიექტი, გაჭრილი გინებით, ყვირილით, მოახლოვებით და "პიდარასტების დამცველოს" ძახილით. კონფლიქტის დაწყების საბაბი ის იყო, რო ძაღლს სტადიონზე ვარბენინებდი, მაგრამ ცხადია ეს საბაბი იყო და არა რეალური მიზეზი და წამოსროლილმა ფრაზებმა, და "ეს ხო იცანი შეჩემა" გადალაპარაკებებმა ამაში დამარწმუნა. ყველაზე მძიმე ისაა, რო ბავშვის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ კაციშვილი არაა, ვინც მხარს დაგიჭერს, სიტყვას შეგაწევს. ვინც სწორად აფასებს სიტუაციას, ისიც კი ისეთი შეშინებულია, რო ყველაზე დიდი, მეორე დღეს მოვიდეს და გითხრას, ნწ ნწ ნწ, ეს რა დღეში ჩაგაგდეს, გიჟები არიან ეგენიო.
კიდევ უფრო სევდიანია ისიც, რომ პოლიცია არც გამომიძახებია. სამწუხაროდ, ვისწავლე, რომ თუ მაინცდამაინც თავი არ გამიხეთქეს, ისე უბრალოდ გაწვალებენ, საათობით გაწელავენ ერთი ოქმის დაწერას, ნერვებს დაგაგლიჯავენ, გამოგიშვენებ და არაფერი არ მოხდება მაინც", - წერს სუბელიანი.
როგორც სუბელიანი აღნიშნავს, ამ ფაქტების გამო საცხოვრებელი ბინის შეცვლა მოუწია. ის და მისი შვილი კი ფსიქოლოგების დახმარებით ცდილობენ ტრავმების გადალახვას.