საყოველთაო ამნისტიის მოთხვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან პატიმრების მშობლებმა და მოძრაობა "შემახე ამნისტია"-ს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათი თქმით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებული ამნისტია მიკერძოებულია და თვლიან, რომ ამნისტია ყველა პატიმარს უნდა შეეხოს. 

"ხალხის ნება არის, რომ საყოველთაო ამნისტია უნდა გამოიცეს. ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, რომ ამნისტიას აპირებენ და ამაზე მოთხოვნა აღარ გვიწევს ჩვენ. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ პარლამენტარებს შევახსენოთ, უნდა იქნეს საყოველთაო ამნისტია მიღებული.

უნდა შეეხოს რიგით მოქალაქეებს, ისეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია სასჯელს იხდიან პენიტენციურ სამსახურში და ერთი სული აქვთ, როდის გათავისუფლდებიან",- თქვა ალექსანდრე კობაიძე.

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს, ასევე პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას აანონსებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი