ბრალდებული პოლიციელი გაამართლეს - ხმაური გორის სასამართლოში

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა - მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დასკვნითი სხდომიდან დუშეთის რაიონული პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლი ვლადიმერ ფრიდონაშვილი გაამართლა და გაათავისუფლა.

განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს გარეთაც ხმაური იყო.  შვილმოკლულ დედას სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ.

მას იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში ედებოდა ბრალი, რომელიც გასულ წელს დუშეთის რაიონში მოხდა და რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

2020 წლის 26 ივლისს, სოფელ არაგვისპირში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი ლ.ზ. გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედის თქმით, ავტომანქანას სწორედ დუშეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ ფრიდონაშვილი მართავდა ნასვამ მდგომარეობაში. 

მათივე თქმით, ფრიდონაშვილს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ალკოტესტით ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს და პოლიციელის დანაშაული არ გამოკვეთეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი