პანდემიის მესამე ტალღის წინ, ქვეყანაში სწრაფი ტესტები გათავდა

გამოქვეყნდა:

პანდემიის მესამე ტალღას ქვეყანა სწრაფი ტესტების გარეშე ხვდება. ტესტის მარაგი ამოიწურა. ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 25 ათასი ტესტია, რომელიც მხოლოდ 3 დღის სამყოფია.

ექსპერტები ვარაუდობენ რომ მარაგების ამოწურვა არასწორი მენეჯმენტის შედეგია, პარალელურად კი არ გამორიცხავენ რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ტენდერი სავარაუდო კორუფციული გარიგების საფუძველზე ჩაატარა, კომპანია კი რომელსაც ანტიგენტესტები უნდა შემოეტანა, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირის მართვაშია.

მათივე შეფასებით, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება მეტი თანხების კორუფციული გზით მითვისებისთვის ქვეყენაში ხელოვნურ კრიზისს ქმნის, რის შემდეგაც იძულებულები ხდებიან ანტიგენტესტი არა ტენდერით, არამედ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინონ, რაც კორუფციის საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს რომ მარაგი არ ამოწურულა და ამ დროისთვის 25 ათასი ტესტია ქვეყანაში, თუმცა თამარ გაბუნიამ დღეს ასევე თქვა რომ ტესტების ახალი პარტიის შემოტანა ნამდვილად შეფერხებულია.

როდის შეივსება ქვეყნის მარაგები ზუსტი დრო არც დაავადებათა კონტროლის ცენტრში და არც ჯანდაცვის სამინისტროში არ იციან.

პანდემიის დაწყებიდან მალევე ქვეყანას რომ ტესტების დეფიციტი არ შექმნოდა, მსოფლიო ბანკმა ფულადი დახმარება საქართველოსაც გაუწია, დაიხარჯა ასობით ათასი ლარი, თუმცა დღეს ისევ ტესტების დეფიციტით უწევს ქვეყანას კოვიდთან გამკლავება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი