სამმა პირმა ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა - ერთი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუთაისში სწრაფი ჩარიცვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მან "თიბისი ფეის" აპარატის გაქურდვა 2 თანამზრახველთან ერთად აკაკი წერეთლის ქუჩაზე სცადა.

"პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი