არაფერი შესანდობელი მეუფე სტეფანესთან არ მაქვს...ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე- მამა დანიელი

გამოქვეყნდა:

სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მეუფე სტეფანესთან შესანდობელი არაფერი აქვს. მისივე თქმით, ის "უსამართლო და მატყუარა" ადამიანია.

"არაფერი შესანდობელი მეუფე სტეფანესთან არ მაქვს, ის არის უსამართლო ადამიანი, მატყუარა, ჩემ თვალში არაფერი არ არის, ადამიანიც არ არის, ისეთი ტყუილები ილაპარაკა, კეკუტია კრიმინალი გაამართლა და ამბიონზე ასვლა გაუპრავა და დიაკვანს თურმე არ აქვს უფლება ამბიონზე ასვლის, მაგ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო. ან იმ განცხადების მერე მთელ საქართველოს მოუწოდა, რომ გავერთიანდეთ, ჩავიდეთ, დამიდექით გვერდშიო, ხომ იცის, რომ აქ მთელი სოფელი მიდგას გვერდში, ხომ იცის რომ დაპირისპირება იქნება, ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე, ეს არის ეკლესიაში პრობლემა, ისინი არაფერს ერიდებიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის", - თქვა მამა დანიელმა.

ჭყონდიდში, სალხინოს ტაძრის მრევლმა ღამე ეზოში გაათენა, მიზეზი კი მუქარაა, რომელიც მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებისა და ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიასგან მიიღეს, რომ ისინი მოკრივეებთან ერთად დაბრუნდებოდნენ. 

მოკრვეები ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან, თუმცა ადგილზე დილიდან მეუფე სტეფანეს მრევლი იკრიბება. დილით ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენები კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ თუ იღუმენი დანიელი და სხვა სასულიერო პირები საჯაროდ არ მოინანიებენ ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს, მათაც განკვეთავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი