15-მდე ბიზნესმენს, რომლებიც პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. უცნობია შეხვდება თუ არა მათ ირაკლი ღარიბაშვილი.
ტურიზმისა და გართობის სფეროს წარმომადგენლებს აინტერესებთ იგეგმება თუ არა ქვეყანაში მორიგი ლოქდაუნი, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარც ქვეყნის ეკონომიკა და ვეღარც მათი სფერო გადაიტანს, შესაბამისად ბოლომდე გაკოტრდებიან.
მოთხოვნა მთავრობის ადმინისტრაციაში 2 დღის წინ ჩააბარეს და პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.