
ბოლო მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 610 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 269 და გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 485.
შეიცვლება თუ არა ეს მონაცემები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ინფექციურ კლინიკაში ყოველდღიურ კომენტარს გააკეთებენ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა, საქართველოში, 26 თებერვალს დაფიქსირდა.