11 მოსამართლის დიპლომი კითხვის ნიშნის ქვეშაა - კვლევა მოსამართლეების ქონებასა და განათლებაზე

გამოქვეყნდა:

11 მოსამართლე, რომლებსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

11 -დან ხუთის შემთხვევაში კი ცენტრმა ვერ დაადასტურა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

"უფლებები საქართველომ" მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციებიც გამოიკვლია და დაადგინა, რომ რამდენიმე მოსამართლეს დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი უძრავი ქონება

ორგანიზაციამ სულ 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები შეისწავლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი