ჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობა - ბრალდებულებს საქალაქომ პატიმრობა შეუფარდა 

გამოქვეყნდა:

ჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაცვის მხარე კი - დევდარიანის ადვოკატი 5 000-ლარიან გირაოს, ბიჩელაშვილის ადვოკატი - 10 000-ლარიან გირაოს.

ჯარში, არაადამიანური მოპყრობის გამო, შსს-ს 2 მაღალჩინოსანი 21 აპრილს დააკავეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი