
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან დღეს დანიშნულ გასაუბრებას ეხმაურება და ამბობს, რომ აინტერესებს რა მექანიზმით მოხდება პროცესის შეჩერება.
ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ გასაუბრებების პროცესის გაგრძელება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
"როგორც იცით შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. მაგრამ დღეს 14 საათზე დანიშნულია გასაუბრება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან.
მაინტერესებს, რა მექანიზმით მოხდება შეჩერება, კანონით თუ პარლამენტიდან ვინმე დაურეკავს ჩინჩალაძეს და ეტყვის, გაააჩერეთო? და საინტერესოა ვადებიც", - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ უზენაესის კანდიდატებთან გასაუბრება ჩანიშნა. გასაუბრება ამირან ძაბუნიძესთან 14:00 საათზეა ჩანიშნული.