ლესბოსელ წყვილზე მოძალადე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - ბოლქვაძე

გამოქვეყნდა:

Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, აქტივისტ ნინო ბოლქვაძის ცნობით, სასამართლომ თბილისში, ლესბოსელ წყვილზე მოძალადე პირი 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

მისივე ინფორმაციით, მოძალადე და მსხვერპლი ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ. 

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა და დანით დაემუქრა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება) 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა) წარედგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი