ტრეფიკიორი ბიძა - ბავშვების დედა ამბობს, რომ დის ქმარი მის შვილებზე არ ძალადობდა

გამოქვეყნდა:

მუხიანში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. ბრალდებულის მეუღლემ თვითდაზიანებების მიყენება სცადა. ადგილზე არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობენ.

არასრულწლოვნების დედა კი უარყოფს, რომ დის ქმარი მის შვილებზე ძალადობდა.

დაკავებული 46 წლის კაცის მეუღლე და ოჯახის წევრები აგრესიულები არიან მედიის მიმართ და უარყოფენ ძალადობას. მათი თქმით, "არანაირი ძალადობა არ ყოფილა".

"მთავარი" ასევე ესაუბრა, იმ ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, სადაც არასრულწლოვნებს ბიძა იძულებით ამუშავებდათ, როგორც ისინი ამბობენ ტერიტორიაზე ბავშვებს ხშირად ხედავდნენ, თუმცა ბავშვები ძალადობაზე არ საუბრობდნენ.

"ერთი გოგონა იდგა, სალფეთკებს ყიდდა, მარტო იყო ხოლმე, დილით მოდიოდა, არ ამბობდა, რომ მასზე ძალადობდნენ", - ამბობენ ისინი.

დაცვის მხარე მუხლის შეცვლას მოითხოვს. დაკავებულ კაცს ბრალდების მხარე ტრეფიკინგს ედავება, როგორც ადვოკატი ამბობს, ისინი ითხოვენ, რომ საქმე არასრულწლოვნის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის მუხლით წარიმართოს, რაც შინაარსით იგივეა, თუმცა შედარებით მცირეა სასჯელი.

ბიძას, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებს 6 თვის განმავლობაში ქუჩაში ამუშავებდა, ბრალი უკვე წაუყენეს და ის გლდანის მე-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. საქმეზე წინასასამართლო სხდომაა 20 ივნისსა ჩანიშნული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი