
ბოლო მონაცემებით, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 615 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 275 და გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია და სამი მათგანი საკარანტინე ზონიდანაა. მისივე თქმით, გრძელდება ჩაღრმავებული კვლევა კონტაქტების გამოსავლენად.
ეზუგბაია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ერთ-ერთის მძიმე მდგომარეობაზეc საუბრობს. მისი თქმით, ასაკისა და სხვა დაავადებების ფონზე, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება და კოვიდ 19-ის ინფექცია პროგრესირებს.
რაც შეეხება საერთო სურათს, მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება მომდევნო დღეებში არ იქნება და თუ ასე გაგრძელდა, "გარკვეულწილად ეპიდემიას დავძლევთ"
ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 485.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა, საქართველოში, 26 თებერვალს დაფიქსირდა.