ოკუპირებულ ცხინვალში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ერთ-ერთი ინფიცირებული სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტია, რომელიც ცხინვალში რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი კი ახალგორში მცხოვრები დედა და მისი ექვსი წლის შვილი არიან. ისინი სამკურნალოდ ჩრდილოეთ ოსეთში იყვნენ და ოკუპირებულ რეგიონში ხუთ მაისს დაბრუნდნენ.

ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს ორი ექთანიც, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი 10 მაისიდან 17 მაისამდე რუსეთთან დამაკავშირებელი საზღვრის სრულად ჩაკეტვას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი