"ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებს ხელფასს გაუზრდის, მაგრამ შეაჩერებს სოციალურ პროექტებს

გამოქვეყნდა:

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ეხმიანება და აცხადებს,  თითოეულ პირს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ კანონისა და საქმიანობის სპეციფიკით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, თითოეული მაღაროელისთვის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე შეთანხმდნენ.

მათივე თქმით, ხელფასის ზრდის ხარჯზე ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი რასაც აქამდე ახორციელებდნენ.

"ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მუშაობა ანაზღაურების შესაძლო მატებაზე ჯერ კიდევ ახალი წლიდან მიმდინარეობს. ამას მოწმობს, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხელმძღვანელობით პირებთან გამართული არაერთი შეხვედრა და განხილვა. უფრო მეტიც, პროფკავშირებისგან 2021 წლის 01 აპრილის წერილის საპასუხოდ კომპანიას უკვე შემუშავებული ჰქონდა რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტა. აღნიშნულის განხილვა სწორედ შეთანხმების პროცედურების ფარგლებში მოხდა. მიუხედავად ამისა, მეორე მხარის განწყობის გათვალისწინებით მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩიხში მოქცევის პირასაა.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია ორიენტირებულია დავის მოლაპარაკების რეჟიმში დასრულებასა და კონსესუსის მიღწევაზე, კომპანია ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღრავს რა მის დასაქმებულებს, პროფკავშირებთან წარმოებული არაერთი შეხვედრის და ინტენსიური მოლაპარაკების საფუძველზე, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება. კერძოდ, პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ", - წერს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 13-ვე მაღაროს 3 700 თანამშრომელია გაფიცული. ისინი ხელფასისი 50%-ით გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ აქციას ხვალ ოჯახის წევრებთან ერთად გამართავენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი