177 ემიგრანტი საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ოთხი ქვეყნიდან ემიგრანტები დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშიორისო აეროპორტში თეირანიდან, ალმა-ატადან, ციურიხიდან და ამანიდან სულ 177 მგზავრი ჩამოიყვანეს.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სპცერეისები მომდევნო დღეებშიც არის დანიშნული. დღეს კი ემიგრანტებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ. ცხრა მაისს, ბერლინი-თბილისის რეისი შესრულდება.

დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. სამშობლოში, აღნიშნული ფრენით, 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ბორტზე იმყოფებიან ტრანზიტული მგზავრები, 38 ადამიანი, საიდანაც ექვსი სტუდენტია. მგზავრებს შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებიც იმყოფებიან, - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე თქმით, ამსტერდამიდან მორიგი ტრანზიტული რეისი 15 მაისს იგეგმება, რომლითაც მოქალაქეები ამერიკიდან დაბრუნდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი